2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებიტ:თამბაქოს მავნე ზეგავლენა ორგანიზმზე დაავადებების განვითარების რისკი
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილეობს ხუთი საპროექტო ჯგუფი რომელიც იმუშავებს ხუთ საფეხურზე
პირველი ჯგუფი წარმოადგენს ინფორმაციას თამბაქოს შესახებ
მეორე ჯგუფი თამბაქოს მავნე ზეგავლენას ორგანიზმზე
მესამე ჯგუფი თამბაქოს ზეგავლენას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე
მეოთხე ჯგუფი თამბაქო – ჯამრთელობის მტერი
მეხუთე ჯგუფი მოწევა თუ ჯამრთელობა
Pპროექტი შედგება ხუთი საფეხურისაგან
1) თამბაქოს გავრცელების ისტორია, ნიკოტინი და თამბაქოს კვამლში შემავალი სხვა კომპონენტები
2) თამბაქოს მოხმარების ანატომიური და ფიზიოლოგიური ასპექტები
3) თამბაქოს გავლენა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე
4) თამბაქო - ჯამრთელობის მტერი
5) გავაკეთოთ არჩევანი – მოწევა თუ ჯამრთელობა
ჩამოყალიბდება ხუთი საპროექტო ჯგუფი რომელიც იმუშავებს თითოეულ საფეხურზე გადანაწილდება მოვალეობები გამოყოფა პასუხისმგებელი და შემსრულებელი თითოეულ ჯგუფში
Pროექტის მომზადებას დაეტმობა ორი კვირა შემდეგ მოხდება პროექტის პრეზენტაცია პირველი ჯგუფი წარმოადგენს ინფორმაციას თამბაქოს შესახებ მისი გავრცელების ისტორიას, თამბაქოს კულტურის ადგილას მცენარეთა სამეფოში, საქართველოში მისი გავრცელების არეალს, წარმოადგენს ცხრილს თამბაქოს ქიმიური შემადგენლობისას
Nიკოტინი 1-4 %
ორგანული მჟავები 5-17 %
ნახშირწყლები 2-20%
ცილები 1-13 %
ეთერები 1-7 %
დაახასიათებს ნიკოტინს ქიმიური და ფიზიკური თვისებების მიხედვით აღნიშნავს რომ კვამლში შედის 4000-მდე ნივთიერება, რომ თამბაქოს წვისას წარმოიქმნება პირველადი ანუ “ძირითადი” და მეორადი ანუ “ გვერდითი” და დაახასიათებს თითოეულს, ცხრილის სახით წარმოადგენს, თამბაქოს ორ ფაზეს: აიროვანს და მყარს და თითოეულს ფაზაში შემავალ ტოქსიურ ნივთიერებას. Pრეზენტაციისას ჯგუფი იყენებს პლაკატებს და სქემებს
მეორე ჯგუფი წარადგენს თამბაქის მოხმარების ანატომიურ და ფიზიოლოგიურ ასპექტებს. ჟგუფს აქვს მომზადებული სქემები და ცხრილები. Mმაგ.: სქემა #1 თამბაქოს კვამლის ზემოქმედება ორგანიზმზე და სქემა #2 სხვადახვა ორგანოთა დაავადებების განვითარების რისკი სლაიდების საშუალებით ნაჩვენები იქნება ჯამრთელი და მწეველი ადამიანის ფილტვები, კიბოთი სხვადასხვა ორგანოები
მესამე ჯგუფი წარადგენს თამბაქოს გავლენას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და ნაჩვენები იქნება დიაგრამები
მეოთხე ჯგუფი იძლევა ინფორმაციას იმ უსიამოვნო შედეგებზე რაც სიგარეტის წევას უკავშირდება, ეკრანზე ნაჩვენები იქნება თამბაქოს მოკლევადიანი მოხმარების უარყოფითი შედეგები, რომელიც ვლინდება მოწევისთანავე, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები, როგორიცაა: ავთვისებიანი სიმსივნეები, გულსისძარღვთა დაავადებები, სასუნთქი სისტემის დაავადებები და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები.
მეხუთე ჯგუფი იძლევა სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოში მწეველთა რაოდენობისა და მათი ჯამრთელობის შესახებ
პროექტს ეთმობა ორი საათი, თითოეულ ჯგუფისათვის გამოყოფილია 15 წუთი
4. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
5. პროექტის ვადები და ხანგრძლივობა: პროექტის ხანგრძლივობაა ორი კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში თსეც-ის მიერ მომზადებული ბროშურა “ასი არგუმენტი რატომ არ უნდა მოწიო სიგარეტი” ფურცკები, მარკერები, პროექტორი, სლაიდები, ცხრილები, სქემები, ტექსტები და თვალსაჩინოებები
7. პროექტის მოსალოდნელი შედეგები: არჩევანი თქვენზეა, თამბაქო თუ ცხოვრების ჯანსაღი წესი!
8. სარგებელი სხვებისთვის:
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: თემა დაკავშირებულია ბიოლოგიასა და ქიმიასთან IX-1(1.2.3.4.7.8)
12. პროქტის ფასილიტატორი: ნინო ჩორგოლაშვილი
13. ფასილიტატორი ელ-ფოსტა: n.chorgolashvili@gmail.com
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://nino-mascavlebeli.blogspot.com